ცხოვრების გზას ნელი ნაბიჯებით მივუყვები ან იქნებ მე მეჩვენება ესე ??
ეს გზა ჩემთვის ისეთი საცალფეხო და მძიმეა გავლა მიჭირს, ესე მგონია ჩემს სხეულიში ვიღაც მხცოვანი ქალი ჩასახლებულა, რომელსაც ცხოვრებაზე გული აუყრია და არ ვიცი რა გზით რისკენ ან სად მიმაქანებს ...
ვიცი ბევრ თქვენგანს სადღაც გულის სიღრმეში ერთხელ მაინც დაუფლებია მსგავსი განცდა, განცდა იმისა რომ ეს სამყარო არც ისე ნათელი და გამჭვირვალეა,
მე არ ვიცი რა ახდენს ჩემზე ესოდენ დიდ გავლენას, რატომ მეტობს ჩემში პესიმიზმი, რატომ არის ჩემი შეხედულებები ესოდენ მძაფრად რეალისტური.
ცხოვრების ბილიკი - ეს ის გზაა რომელზეც ყველანი არასწორად დავდივართ,
მათემატიკურად რომ წარმოვიდგინოთ მას რთული ტეხილის ფორმა ექნება და მუქი შავი ფანქრით დავხაზავდით, დაშვებული შეცდომების აღსანიშნად კი ადგლილი არ დარჩებოდა ამ ტეხილზე - "ჩვენს რუკაზე". ჩვენ ადამიანებმა ისიც კი არ ვიცით სად იწყება ეს გზა და სად დამთავრდება, არ გვაქვს შეცნობილი უწინ რა იყო, რანი ვიყავით წინა ცხოვრებაში ან რა იქნება შემდგომ, სამარადისო ცხოვრებაში გარდაცვალების შემდეგ . . .
უცნაურია ამას რომ ვამბობ, მე არ მჯერა წინა ცხოვრების და არ მჯერა შემდგომის, ჩვენ ისიც კი ვერ გაგვირკვევია ჩვენი ეს წოდება "ადამიანობა" რას ნიშნავს, და განა შეგვწევს ძალა ვიცოდეთ რაიმე სხვა და ისეთი რთული ცნებები როგორიცაა: გარდაცვალება, სიცოცხლე, სიკეთე, მეგობრობა. არ შეგვწევს ძალა ავხსნათ ისეთი ფენომენი როგორიცაა სიზმარი -ოცნება ,სიყვარული ან თუნდაც სიძულვილი (მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოოთ რა არის სიძულვილი ესაა უფლის ნაკლებობა ჩვენში)...
მეცნიერების ბევრმა დარგმა უმაღლეს განვითარებას მიაღწია, მაგრამ დღემდე შეუძლებელია ჩავწვდეთ ისეთ სიღრმეებს რაც ჩვენს სულს, შინაგან სამყაროს, ჩვენს "მე"-ს ეხება ... და მე ვიმედოვნებ რომ ეს არც მოხდება ... ადამიანმა რომ თავის თავი ბოლომდე შეიცნოს, მე ვფიქრობ (ხაზს ვუსვამ ადამიანმა) ცხოვრების სურვილი დაეკარგება. ნუ ჩათვლით ჩემს სიტყვებს სიგიჟედ ... ბ ე რ ი სამყაროს კი არ გაურბის თავის თავს ემალება და ალბათ ეს ადამიანები (ბერები) მისწვდნენ რაღაც დონეზე თავიანთ თავს, გამოიცნეს იგი და ...
ყველა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს გზას რომლითაც ცხოვრების დინებას მიყვება, ძნელი იქნება თუ ამ დინებას არ მიყვები, მის საპირისპიროდ სიარულს დიდხანს ვერ შეძლებთ, იქნებ ჭკუიდანაც კი შეცდეთ მასთან ჭიდილში. ვერაფერს ვერ გირჩევთ და ალბათ ვრც ვერავინ ...
თითოეული ჩვენთაგანი ისე არის ცხოვრების ქსელში ახლართული რომ თავადაც კი არ ვიცით როგორ დავიხსნათ თავი ამ მბორკავი მარწუხებისგან. მე არ ჩამოვთვლი იმ მიზეზებს რომლებიც ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებენ და გვინდა არ გვინდა ჩარჩოებში გვათავსებენ, ნუ იფიქრებთ დედამიწაზე მოიძებნება ისეთი ქვეყანა სადაც ეს წესები არ ვრცელდება, მხოლოდ ბრიყვი თუ ჩათვლის თავს სრულიად თავისუფლად, რაც არ უნდა თავისუფალი "საქციელები" აკეთოთ ეს თქვენ ვერ მოგიტანთ ჭეშმარიტ თავისუფლებას, ამას სხვადასხვა სახელები შეიძლება დაერქვას : ამორალურობა, სიძუნწე, სისასტიკე და კიდევ სხვა მრავალი...
მე არ ვიცი რამდენად ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერზე ან საჭიროა თუ არა ყველაფრის ანალიზი, თქვენ ალბათ იტყვით: " რატომ უნდა გავირთულოთ უფრო მეტად ეს ცხოვრება თუ მართლაც ისეთი რთულია როგორსაც შენ აღწერო "
მაგრამ მე გკითახვთ გინდათ კი "ფართოდ დახჭული თვალებით" ცხოვრება?! მე ვერ დაველოდები თქვენს პასუხს (ალბათ თქვენ სურვილიც კი არ გაქვთ მიპასუხოთ ან უბრალოდ არ შეგიძლიათ, რადგან მართლაც არ გიფიქრიათ ამაზე) ვგრძნობ რომ ცხოვრება საოცარი სიჩქარით მიმაქანებს და ისევ არ ვიცი სად ან რისკენ ...
გაგიკვირდებათ და ხშირად - ყოველ დღე - დღეში რამოდენიმეჯერ ვეკითხები საკუთარ თავს "ვინ ვარ მე"?! პასუხი რათქმა უნდა ისევ არ მაქვს და არც მექნება და ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდი იმიტომ რომ არც ის მინდა რომ ფართოდ დახუჭული თვალებით ვიცხოვრო და არც ის რომ სიგიჯის ზღარს გადავცდე ...
მე ვტყუი, მე ვიცი რა მირჩევნია და რა გზას ავირჩევდი (ასევე იცით თქვენც)...
თუკი ოდესმე სასოწარკვეთილნი მარტო დარჩენილხართ საკუთარ თავთან - თქვენს პატარა და სადა ოთახში, ვფიქრობ თქვენს თვალწინ უამრავი გიჟური სურათი ჩაივლიდა, რომლის განხორციელების სურვილი მხოლოდ სურვილად რჩებოდა რათა არ შეგწევდათ ძალა რომელიმე მათგანი განგეხორციელებინათ და რეალობად გექციათ, რომელიც თქვენ მოგცემდათ საშვალებას "რაღაცისთვის" მაინც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაგესვათ.
მინდა რომ ყველა თქვენგანში იყოს გამბედაობა ...რისთვის ?? ეგ უკვე თქვენ აირჩიეთ, მხოლოდ შესაფერი მომენტი შეარჩიეთ რომ თქვენი გამბედაობა სიბრიყვედ არ გადაიქცეს. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან და ამავედროს ყველაზე მეტად უახლოვდება მას, ვიწრო -ძალიან პატარა ბილიკია, რომლზე გავლას კი არა არამდე ფეხის შედგმასაც კი ვერ ბედავს ადამიანთა უმრავლესობა, და ეს არ ვიცი სიძლიერედ უნდა ჩაითვალოს თუ სისუსტედ, ან გონებაჩლუნგობად თუ გონებამახვილობად. ეს ისევ წინააღმდეგობაშია შინაგან და გარეგან სამყაროსთან გამართულ ბრძოლაში.
იქნებ თქვენ როდესმე დაკვირვებიხათ გამჭვირვალე ჭიქაში ჩსხმული უფერო წყლის მდგომარეობას. იგი ისევე იმეორებს იმ ფორმას რაშიც ჩაასხეს, როგორც სული ჩვენი თიხისას ... წყალი უფეროა არც სუნი აქვს, არც ფერი, მაგრამ მას აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება - "სასიცოცხლო" თვისება. შეგიძლიათ მას უამრავი დანამატი შეურიოთ. მისცეთ ფერი, მისცეთ სუნი, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის მის სიცოცხლისუნარიანობას, ყველაფერში და ყველგანაა წყალი, ყურძნის მტევანი და მის ნაჟური არაფერია სხვა თუ არა წყლის სახეცვლილი ფორმა, ისევ მინდა რომ არ დაგავიწყდეთ მისი "საწყისი", მისი გამჭვირვალობა და მოქნილობა ...
იცით?! ჩვენი სულიც დაახლოებით ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმ განსხვავებით რომ წყალი ემორჩილება ჭურჭელს რომელში მას განათვსებენ, სული კი არასოდეოს დაემორჩილება თიხას, რომელსაც ის ავსებს და აცოცხლებს... თქვენ შეგიძლიათ გააფერადოთ თქვენვეი სული, ფერებს თავად ირჩევთ და საავტორო უფლებებიც თქვენ გეკუთვნით ...
კიდევ ერთი რამ თქვენ ვერასდროს ვერ მოახერხებთ ამ სამყაროში უმოძრაობას (დედამიწა ხომ ბრუნავს) ერთ ადგილზე გაყინვა შეუძლებელია თქვენ ან უკან წახვალთ ან წინ ...